თბილისის მტკიცე პოზიცია ევროსაბჭოში
სააკაშვილისთვის სტრასბურგის მიერ ნათქვამი მორიგი უარის შესახებ, პარლამენტის თავმჯდომარემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. თუმცა მთავარი საკითხი გამჭვირვალობის კანონის სტიგმატიზება და შედეგად ინსპირირებული პროცესები იყო. როგორც პირველმა კანონმდებელმა აღნიშნა, დრო აჩვენებს, რომ კანონის ერთადერთი მიზანი გამოწვევების წინაშე მდგარი საქართველოს მედეგობის გაძლიერებაა
