სააკაშვილის ჩავარდნილი კამპანია
სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილისა და მისი გარემოცვის თითქმის ერთწლიანი აფერა დაასრულა. ევროპულმა სასამართლომაც დაადასტურა, რომ მსჯავრდებული სისხლის სამართლის დამნაშავე და კონსტიტუციის დამრღვევია. ეს არამხოლოდ მომჩივნის კრახია, პასუხია სააკაშვილის მხარდამჭერი ყველა იმ ქართველისა თუ უცხოელისთვის, ვინც თვეების განმავლობაში სხვადასხვა ფორმით, მისი გათავისუფლების კამპანიას ასპონსორებდა, გეგმავდა და ასრულებდა.
