ჯოზეფ ბორელის შერბილებული ტონი
უნდა ვიყოთ ფრთხილად, არ დავაზიანოთ ეროვნული გრძნობები, გამოვიყენოთ „რბილი ენა“, ამავდროულად, გვქონდეს მკაფიო პოზიცია - ეს გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებით ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. გარდა ამისა მან აღნიშნა, რომ საქართველოს შემთხვევაში ეს ეხება კანონს, მაგრამ არსებობენ სხვა ქვეყნები, რომლებიც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან შესაბამისობაში არ არიან, მაგალითად, სერბეთი.
