სუბსიდირებული ავიაბილეთების გაყიდვა დაიწყო
თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევრო 2024 ზე საქართველოს ნაკრების თამაშებზე გასამგზავრებელი სუბსიდირებული ბილეთების გაყიდვა , ტიკეტ ჯიზე დღეს 13:00 საათიდან დაიწყო . ერთი გზის ღირებულება 195 ევროა. ჯამში თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 3 ავიაკომპანია 23 ჩარტერულ ფრენას განახორციელებს, ხოლო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან , ავიაკომპანია ვიზ ეარ ევრო 2024-ის მატჩებზე მორგებულ დამატებით 12 რეისს შეასრულებს. სუბსიდირებული ბილეთების შეძენა ავიაკომპანიის ვებგვერდზე უკვე შესაძლებელია.
