გონჩარენკოს განცხადება
უკრაინელი დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტსა და წევრებს საქართველოში ჩასვლისკენ, ქართველ ხალხს კი ბრძოლისკენ მოუწოდებს. გონჩარენკომ ასამბლეის მუდმივმომქედი კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ხდება საქართველოს ბელარუსიზაცია და ამას რუსეთის მხრიდან საქართველოს ოკუპაცია მოჰყვება. რადას დეპუტატი მიიჩნევს, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები გაყალბდება და საქართველო ევროპულ გზას გადაუხვევს. ამის თავიდან არიდების მიზნით მან ევროპული საბჭოს ასამბლეას რეაგირებისკენ და მოქმედებისკენ მოუწოდა.
