სტრასბურგის უარი სააკაშვილს
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე უკვე მეორე დღეა პოლიტიკური შეფასებები კეთდება . ქართული ოცნება განმარტვას , რომ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი კამპანია , რომელიც მოიცავდა პატიმრის ციხიდან გათავისუფლებას, პოლიტიკური ნიშნით პატიმრობაზე აპელირებას და მართლმსაჯულებაზე თავდასხმას- ევროპელმა მოსამართლეებმა დაასრულეს და ყველა კითხვას პასუხი სამართლებრივად გასცეს. ამ შეფასების პარალელურად ოპოზიცია აცხადებს, რომ ყოფილი პრეზიდენტი სასჯელს არ უნდა იხდიდეს. შეგახსნებთ ევროპელმა მოსამართლეებმა სააკაშვილს უთხრეს, რომ სანდრო გირგვლიანის საქმეზე მან შეწყალების უფლება კონსტიტუციის პრინციპების წინააღმდეგ გამოიყენა. სტრასბურგმა სრულად გაიზიარა ქართული სასამართლოს სამივე ინსტანციის მსჯელობა და განაჩენის დასაბუთება, როგორც სანდრო გირგვლიანის საქმეზე, ასევე ვალერი გელაშვილის სასტიკად ცემის რეზონანსულ საქმეზეც.
