მამუკა მდინარაძის სტატუსი
ბოლო დღეებში განვითრებულ პოლიტიკურ პროცესებზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს უმრავლესობის ლიდერი. მამუკა მდინარაძე წერს, რომ შანტაჟის და მუქარის პოლიტიკის მიზანია საქართველომ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები არ მიიღოს. მისივე თქმით საბოლოო ჯამში, ყველას მოუწევს, ელაპარაკოს ქართველ ხალხს და მის მიერ არჩეულ, და არა გარედან დანიშნულ ხელისუფლებას!