ვითარება ფრონტის ხაზზე
ხარკოვის ოლქში, ქალაქ ვოლჩანსკში ქუჩის ბრძოლები გრძელდება. უკრაინის სარდლობა იუწყება, რომ ხარკოვის ოლქზე რუსული არმიის შეტევა შეაჩერეს. გამოცემა ფორბსი წერს, რომ ვოლჩანსკის ბრძოლებში უკრაინელ სამხედროებს, მტრის მოგერიებაში ამერიკის მიერ გადაცემული ჯავშანმანქანები და საბრძოლო მასალა დაეხმარათ. პარალელურად , ბრძოლებია ჩასოვ იარისა და ბახმუტის მხარეს. ვოლოდიმირ ზელენსკი დასავლეთს უკრაინის ქალაქების რუსული დაბომბვებისგან დასაცავად, რაკეტსაწინააღმდეგო სისტემებით დახმარებას სთხოვს.
