სტრასბურგის უარი სააკაშვილს
სტრასბურგის ხმაურიანი გადაწყვეტილებიდან მეორე დღეს, კვლავ კეთდება პოლიტიკური შეფასებები. „ქართული ოცნება“ განმარტავს , რომ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი ერთწლიანი კამპანია , რომელიც მოიცავდა პატიმრის ციხიდან გათავისუფლებას, პოლიტიკური ნიშნით პატიმრობაზე აპელირებას და მართლმსაჯულებაზე თავდასხმას, ევროპელმა მოსამართლეებმა დაასრულეს და ყველა კითხვას პასუხი სამართლებრივად გასცეს. ამ შეფასების პარალელურად, ოპოზიცია აცხადებს, რომ ყოფილი პრეზიდენტი სასჯელს არ უნდა იხდიდეს.
