შეცვლილი ტექსტი Politico-ს სტატიაში
გამოცემა "პოლიტიკომ" ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, ოლივერ ვარჰეის მიერ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მისამართით გამოთქმული მუქარის შესახებ გავრცელებულ განცხადებაზე , სტატიაში ტექსტი შეცვალა. კერძოდ, გამოცემის მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში , სათაურით - "ევროკომისარი უარყოფს, რომ ის საქართველოს პრემიერ-მინისტრს დაემუქრა", თავდაპირველად ეწერა, რომ "ევროკომისარმა ბოდიში მოიხადა მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძეს განუცხადა, რომ "ძალიან ფრთხილად ყოფილიყო". ამჟამად, აღნიშნული ფორმულირებით , ტექსტი აღარ იძებნება და სტატიაში ვკითხულობთ: -- "ოლივერ ვარჰეი ამბობს, რომ მისი სიტყვები სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრთან, რობერტ ფიცოსთან დაკავშირებით, კონტექსტიდან იქნა ამოღებული მას შემდეგ, რაც "ქართული ოცნების" ლიდერმა თქვა, რომ ეს იყო ბოროტი შეთქმულების ნაწილი".