ბაიდენი ჰააგის სასამართლოზე
შეერთებული შტატები არ ცნობს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას. ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა განაცხადა. ჯოზეფ ბაიდენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ არსებობს ეკვივალენტობა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის. მანამდე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა კარიმ ხანმა, ისრაელის პრემიერ-მინისტრის, თავდაცვის მინისტრის, სხვა მაღალჩინოსნებისა და „ჰამასის“ ლიდერების დაკავების ორდერის გაცემა მოითხოვა.
