სამეგრელოს პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ერთი ადამიანი დააკავა
სამეგრელოს პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ერთი ადამიანი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით , ბრალდებულმა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, მეუღლეს ბლაგვის საგნით თავის არეში დაზიანებები მიაყენა, დაშავებული ქალი სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
