რა წესები უნდა გაითვალისწინონ ფეხბურთის ქომაგებმა ევრო 2024-ზე გასამგზავრებლად
თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების თამაშებზე გასამგზავრებელი სუბსიდირებული ბილეთები, TKT.GE -ზე გაყიდვაში დღეს 13:00 საათიდან ჩაეშვება. ერთი გზის ღირებულება 195 ევრო იქნება. ბილეთის შეძენის წესები და პირობები შემდეგია: 1. ბილეთის შეძენა სუბსიდირებულ ფასად შეუძლიათ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს. 2. მგზავრი ვალდებულია წარადგინოს ფეხბურთის მატჩზე დასასწრები ბილეთი შესაბამის აეროპორტში რეგისტრაციისას. 3. მგზავრი ვალდებულია გამოცხადდეს სარეგისტრაციოდ შესაბამის აეროპორტში გაფრენამდე 3 საათით ადრე. ევრო 2024-ზე სუბსიდირებულ ჩარტერულ ფრენებს გულშემატკივრებისთვის, ოთხი ავიაკომპანია შეასრულებს.
