მუქარა პრემიერზე
სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ, დაადასტურა პრემიერ მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადება. ევროკომისარი სინანულს გამოთქვამს, რომ პრემიერთან სატელეფონო საუბრის გარკვეული ნაწილი, კონტექსტიდან იყო ამოღებული. ოლივერ ვარჰეიმ განმარტა, რომ სლოვაკეთში მომხდარი ტრაგიკული მოვლენა იყო მოყვანილი როგორც მაგალითი , თუ სად შეიძლება მიგვიყვანოს საზოგადოებაში პოლარიზაციის მაღალმა დონემ.
