პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრა
პარლამენტის თავმჯდომარე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის დირექტორს შეხვდა. საქართველოსა და ეუთოს შორის თანამშრომლობა მხარეებმა დადებითად შეაფასეს. ეუთო/ოდირის მხრიდან ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერისთვის შალვა პაპუაშვილმა მატეო მეკაჩის მადლობა გადაუხადა, განიხილეს საქართველოში მიმდინარე მოვლენებიც. საუბარი ასევე შეეხო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს. შალვა პაპუაშვილმა ეუთო/ოდირის დირექტორს კანონის მიზანი, ასევე შინაარსი გააცნო და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თბილისი დიალოგისთვის მზად არის
