ევროკომისრისგან მუქარა ლიკვიდაციაზე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს. ირაკლი კობახიძე წერს, რომ ერთ-ერთმა ევროკომისარმა სატელეფონო საუბრისას გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებული შანტაჟის კონტექსტში სლოვაკეთის პრემიერზე თავდასხმა ახსენა. რობერტ ფიცოს 15 მაისს ქუჩაში ესროლეს. რას ნიშნავს ფრაზა „ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ?“ მთავრობის მეთაური ინფორმაციის გასაჯაროებას პრევენციული მიზნებით ხსნის და კვლავ აცხადებს, რომ ქვეყანა მშვიდობასა და სტაბილურობას შეინარჩუნებს
სიუჟეტის ავტორი: ლევან მორჩიაშვილი-68-deleted-11
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
