მაიკ ჯონსონი ჰააგის სასამართლოზე
შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ისრაელის პრემიერ-მინისტრისა და თავდაცვის მინისტრის დაკავების ორდერების მოთხოვნის გამო ჰააგის სასამართლოს დასჯას ითხოვს. მაიკ ჯონსონი ამბობს, რომ დემოკრატიული სახელმწიფოს პოლიტიკური და სამხედრო ლიდერების დაკავების ორდერების გაცემის შემთხვევაში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეებს სანქციები უნდა დაუწესოს.
