აღსრულების ეროვნული ბიურო აღმასრულებელთა ევროპულ კავშირს შეუერთდა
აღსრულების ეროვნული ბიურო აღმასრულებელთა ევროპულ კავშირს შეუერთდა. საერთაშორისო ასოციაციის წევრობა აღსრულების ეროვნულ ბიუროს შესაძლებლობას აძლევს, მონაწილეობა მიიღოს ევროკავშირისა და ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ კონფერენციებში, ტრენინგებსა თუ სემინარებში. საქართველოსთვის აღმასრულებელთა ევროპულ კავშირში გაერთიანება ბრაზილიაში, გამართულ აღმასრულებელთა საერთაშორისო კავშირის კონგრესზე გადაწყდა, სადაც 50-მდე ქვეყნის 600 წარმომადგენელი მონაწილეობდა.
