ირაკლი კობახიძის გამოხმაურება
პრემიერ მინისტრი აცხადებს, რომ ხელისუფლებას აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როდის და როგორ იყო ჩართული ე.წ. „გლობალური ომის პარტია“ საქართველოში მძიმე პროცესების განვითარებაში, რომლის გასაჯაროებისაც, მთავრობის მეთაურის თქმით, ნამდვილად უნდა ეშინოდეთ. ასე პასუხობს ირაკლი კობახიძე „რადიო თავისუფლების“ სტატიას, რომლის მიხედვითაც, „ამერიკელებს აქვთ გარკვეული ინფორმაცია მმართველი გუნდის შესახებ, რომლის გამჟღავნება გამოიწვევს კატასტროფულ შედეგს მმართველი გუნდის იმიჯთან დაკავშირებით“. ამ სტატიაში გასაჯაროებული ინფორმაციის საპასუხოდ ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ მსგავსი ინფორმაცია ბუნებაში ვერ იარსებებს.
