გამჭვირვალობის კანონი - ბლინკენის განცხადება
ვაშინგტონი თბილისს კიდევ ერთხელ აფრთხილებს და გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავს. ამჯერად ამერიკის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ კანონი ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის სწრაფვას ევროინტეგრაციისკენ და მის მიღებას შესაძლოა საპასუხო ზომები მოჰყვეს. ენტონი ბლინკენის ამ შეფასებას იზიარებს ქართული ოპოზიცია, მმართველი პარტია კი საპასუხოდ სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებაზე აკეთებს აქცენტს.
