უკრაინიზაციის და მეორე ფრონტის სურვილი
ქვეყნის წინაშე არსებულ საფრთხეზე პრემიერ მინისტრმა საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველოში გაღვივებული რადიკალიზმი გარედან არის მართული. ამავე ინტერვიუში მთავრობის ხელმძღვანელმა გამჭვირვალობის კანონის აუცილებლობას გაუსვა ხაზი და საფრთხე უკრაინიზაციის სახელით მოიხსენია.
