უცხოურ ჩარევასთან ბრძოლის შესახებ საფრანგეთის სენატში მიღებულ კანონპროექტს თბილისში პოლიტიკოსები აფასებენ
უცხოურ ჩარევასთან ბრძოლის შესახებ საფრანგეთის სენატში მიღებულ კანონპროექტს თბილისში პოლიტიკოსები აფასებენ. მმართველი პარტია ამბობს, რომ აშკარაა ორმაგი სტანდარტი, როდესაც ქართულ მხარეს მსგავსი კანონის მიღებისთვის მკაცრად აკრიტიკებენ. გამჭვირვალობის კანონის მოწინააღმდეგე ოპოზიციონერები კი ამტკიცებენ, რომ ქართულ და ფრანგულ კანონებს შორის დიდი განსხვავებაა და შედარება არ შეიძლება. შეგახსენებთ, რომ საფრანგეთმა უცხოურ ჩარევასთან ბრძოლის შესახებ კანონპროექტი გუშინ მიიღო. ინიციატივა მიზნად ისახავს სპეციალური რეესტრის შექმნას, რომელშიც უცხოური ინტერესების ლობისტებს დაარეგისტრირებენ.
