გაერთიანებულ სამეფოში ვადამდელი არჩევნები 4 ივლისს გაიმართება
გაერთიანებულ სამეფოში ვადამდელი არჩევნები 4 ივლისს გაიმართება. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. როგორც რიში სუნაკმა აღნიშნა, მან მეფე ჩარლზს პარლამენტის დათხოვნის მოწოდებით მიმართა და მონარქმა მისი თხოვნა დააკმაყოფილა. არჩევნები დიდ ბრიტანეთში წლის ბოლომდე უნდა ჩატარებულიყო.
