ბერლინში პალესტინის მხარდამჭერი აქციები გრძელდება
აქტივისტთა ჯგუფმა ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის შენობა დაიკავა. მათ ღაზაში ისრაელის სამხედრო ოპერაციის შეჩერება მოითხოვეს და პალესტინის დამოუკიდებლობას მხარდაჭერა გამოუცხადეს. აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში რამდენჯერმე გადაიზარდა.
