თეთრი სახლი შეშფოთებულია ისრაელის მიერ რაფაჰში მოსახლეობის წინააღმდეგ ორტონიანი ბომბების გამოყენებით
თეთრი სახლი შეშფოთებულია ისრაელის მიერ რაფაჰში მოსახლეობის წინააღმდეგ ორტონიანი ბომბების გამოყენებით და ამ თემაზე აქტიური საუბრები აქვს ისრაელის მთავრობასთან. ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე განაცხადა. ენტონი ბლინკენის თქმით, შეერთებული შტატები ასევე ცდილობს დარწმუნდეს, რომ ღაზის მოსახლეობას საჭირო ჰუმანიტარული დახმარება მიეწოდება.
