ისრაელი ევროპული ქვეყნების მიერ პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას გმობს
ისრაელი ევროპული ქვეყნების მიერ პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას გმობს. როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, პალესტინის აღიარება ჰამასისთვის მირთმეული საჩუქარი იქნება, რაც 7 ოქტომბრის მსგავს თავდასხმებს წაახალისებს.
