პრემიერ-მინისტრი „რადიო თავისუფლების“ სტატიას გამოეხმაურა
პრემიერ-მინისტრი „რადიო თავისუფლების“ სტატიასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, „ამერიკელებს აქვთ გარკვეული ინფორმაცია მმართველი გუნდის შესახებ, რომლის გამჟღავნება გამოიწვევს კატასტროფულ შედეგს მმართველი გუნდის იმიჯთან დაკავშირებით“. ირაკლი კობახიძის განმარტებით, მსგავსი ინფორმაცია ბუნებაში ვერ იარსებებს. თუმცა საპასუხოდ მთავრობის მეთაური აცხადებს, რომ ხელისუფლებას ნამდვილად აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როდის და როგორ იყო ჩართული ე.წ. „გლობალური ომის პარტია“ საქართველოში მძიმე პროცესების განვითარებაში, რომლის გასაჯაროებისაც, მთავრობის მეთაურის თქმით, ნამდვილად უნდა ეშინოდეთ.
