საფრანგეთის სენატმა უცხოურ ჩარევასთან ბრძოლის შესახებ კანონპროექტი მიიღო
საფრანგეთის სენატმა უცხოურ ჩარევასთან ბრძოლის შესახებ კანონპროექტი მიიღო. ინიციატივა მიზნად ისახავს სპეციალური რეესტრის შექმნას, რომელშიც უცხოური ინტერესების ლობისტებს დაარეგისტრირებენ. სხდომაზე ვრცელი მოხსენებით გამოვიდა კანონპროექტის მომხსენებელი, სენატორი ანიეს კანაიერი, რომელმაც საფრანგეთის შიდა საქმეებში მტრულად განწყობილი ქვეყნების ჩარევის მცდელობებზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ უცხოური ჩარევის შესახებ კანონი ხელს შეუწყობს ფრანგული დემოკრატიის შენარჩუნებას. კანონპროექტის განხილვა დისკუსიის ფონზე წარიმართა.
