„უცხოური აგენტების“ შესახებ კანონი მსოფლიოში
უცხოური გავლენების შესახებ კანონპროექტის საჯარო განხილვა გაიმართება დღეს საფრანგეთის სენატში. უცხოური აგენტების შესახებ კანონის ინიცირება იგეგმება ნატოს წევრ თურქეთში, ასევე უცხოური აგენტების შესახებ კანონზე მუშაობას იწყებს სერბეთი. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ამ პროცესით დასტურდება, რომ ყველა ქვეყანა საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს და ამ ტიპის კანონპროექტს მიიღებს ყველა სახელმწიფო , რომელიც სუვერენიტეტს იცავს
