ევროპული ქვეყნების გადაწყვეტილება
ირლანდია, ნორვეგია და ესპანეთი პალესტინის სახელმწიფოებრიობას აღიარებენ. ევროპული ქვეყნების გადაწყვეტილება ძალაში 28 მაისიდან შევა. ამის შესახებ განცხადება ირლანდიის, ნორვეგიის და ესპანეთის ლიდერებმა გააკეთეს. ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის განმარტებით, პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარება ისრაელის წინააღმდეგ არ არის მიმართული. ეს არც დაჯგუფება ჰამასის სასარგებლოდ გადადგმული ნაბიჯია. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ეს გადაწყვეტილება ქვეყნებმა მშვიდობის სასარგებლოდ მიიღეს. ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა, კი აღნიშნა, რომ ამ ნაბიჯის გარეშე ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარება ვერ მოხერხდება. გავრცელებული ცნობით, პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარებას, სლოვენია და მალტაც აპირებენ.
