ევროპის 2024 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის მოსამზადებელი ეტაპისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ევროპის 2024 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის მოსამზადებელი ეტაპისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია. გუნდის ფრანგმა მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა დღეს პრესკონფერენცია გამართა და დაასახელა ის 26 ფეხბურთელი, რომელიც კონტინენტის პირველობისთვის მოემზადება. ფეხბურთელები 2 ივნისს ავსტრიაში შეიკრიბებიან და ტურნირისთვის მზადებას დაიწყებენ.
