გერმანიის მთავრობა ბავშვთა პორნოგრაფიაზე კანონებს ამსუბუქებს
გერმანიის პარლამენტი ბავშვთა პორნოგრაფიული მასალის შენახვისა და გავრცელებისთვის, კრიმინალურ პასუხისმგებლობას არბილებს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბუნდესტაგი განიხილავს კანონპროექტს, რომელსაც ბავშვთა პორნოგრაფიის შენახვა „დანაშაულიდან“ „გადაცდომის“ კატეგორიაში გადაჰყავს. ცვლილებების მიხედვით, ბავშვთა პორნოგრაფიის შენახვისა და შეძენისთვის დაწესებული მინიმალური სასჯელი, სამთვიან პატიმრობამდე შემცირდება, გავრცელება კი - მინიმუმ 6 თვით თავისუფლებით აღკვეთით. შეფასებები კეთდება საქართველოში. ოპოზიცია კითხვებს გაურბის.
