პრემიერმა ირანელ ხალხს თანაგრძნობა გამოუცხადა
პრემიერ-მინისტრმა, ირანის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა და ირანელ ხალხს, თანაგრძნობა გამოუცხადა. ირაკლი კობახიძემ ირანის ელჩს, პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისის, საგარეო საქმეთა მინისტრისა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების დაღუპვის გამო მიუსამძიმრა.
