“ქუთაისმა” კავკასიის უნივერსიტეტის გუნდი დაამარცხა
საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის ფინალური სერიის პირველ შეხვედრაში “ქუთაისმა” საკუთარ დარბაზში კავკასიის უნივერსიტეტის გუნდი 18-ქულიანი სხვაობით, 93-75 დაამარცხა. ამ გუნდებს შორის რიგით მეორე შეხვედრა დღეს ისევ ქუთაისში შედგება და 19:00 საათზე დაიწყება.
