გლოვა ირანში
თეირანის მოსალას დიდ მეჩეთში, ირანის პრეზიდენტთან გამოსამშვიდობებელი ცერემონია დაიწყო. ებრაჰიმ რაისისთვის პატივის მისაგებად, მეჩეთთან ათასობით ადამიანი მივიდა. სამგლოვიარო ლოცვას ესწრებიან რეგიონული ლიდერებიც, მას ირანის უზენაესი ლიდერი, ხელმძღვანელობს. ირანის პრეზიდენტს ხვალ მშობლიურ ქალაქში დაკრძალავენ.
