ვენეციის კომისიის დასკვნა
ვენეციის კომისიამ სამართლებრივი დასაბუთების ნაცვლად, დასკვნა პოლიტიკური შეფასებებით დაიწყო და ბოლოს ხელისუფლებას გამჭვირვალობის კანონის გაუქმების მკაცრი რეკომენდაციითაც მიმართა. 24-გვერდიან დოკუმენტში ფაქტობრივი შეცდომებიცაა. მაგალითად ვენეციის კომისია კანონპროექტის დაჩქარებული პროცედურებით განხილვაზე წერს, სინამდვილეში კი, ცვლილებებზე ჩვეულებრივი სტანდარტული პროცედურით იმსჯელეს და დოკუმენტის განხილვა რამდენიმე კვირა მიმდინარეობდა. მმართველი გუნდის შეფასებით, ვენეციის კომისიის დასკვნით დადასტურდა რომ ქართული კანონის საწინააღმდეგო სამართლებრივი ან სხვა სახის არცერთი არგუმენტი არ არსებობს.
