ჰააგის სასამართლო და ამერიკის მუქარა
ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატა ჰააგის სასამართლოს სანქციებით დაემუქრა. პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა განაცხადა, რომ თუ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ისრაელის პრემიერ-მინისტრისა და თავდაცვის მინისტრის დაკავების ორდერებს გასცემს, რესპუბლიკელი კონგრესმენები საპასუხო ზომებს განიხილავენ, მათ შორის სანქციებსაც. ამერიკის მოკავშირე ისრაელის ლიდერის დაკავების ორდერის მოთხოვნისთვის ჰააგის სასამართლოს პროკურორი გააკრიტიკეს შეერთებული შტატების კონგრესის ზედა პალატაშიც. კარიმ ხანის გადაწყვეტილება დაგმეს სენატის უმცირესობისა და უმრავლესობის ლიდერებმაც. საქართველოში ისრაელის ელჩმა, ჰადას მეიცადმა ჰააგის სასამართლოს პროკურორის გადაწყვეტილებას აბსურდული უწოდა. შეგახსენებთ, ჰააგის სასამართლოს პროკურორმა ომის დანაშაულებისა და კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულების ბრალდებით, ისრაელის პრემიერ მინისტრის, თავდაცვის მინისტრის, ასევე დაჯგუფება „ჰამასის“ ლიდერის დაკავების ორდერების გაცემის მოთხოვნით მოსამართლეთა კოლეგიას მიმართა.
