ტრანსნაციონალური დანაშაული
ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნილია, სქემა კი გაშიფრული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფს ეკვადორიდან ევროპაში, საქართველოს გავლით, ბანანით დატვირთული საზღვაო კონტეინერით დიდი ოდენობით კოკაინი გადაჰქონდა. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. ოფიციალური სტატისტიკით კი, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, ბოლო პერიოდში 77 ადამიანია დაპატიმრებული.
სიუჟეტის ავტორი: დიტო ყირიმლიშვილი-16-deleted-11
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
