აქცია თბილისში
დღეს თბილისში გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ რამდენიმე აქცია იყო დაგეგმილი. თეატრალური ინსტიტუტის, კონსერვატორიისა და სამხატვრო აკადემიის სტუდენტებმა მსვლელობა მოაწყვეს და გამჭვირვალობის კანონი კულტურის სამინისტროსთან გააპროტესტეს. სტუდენტების ნაწილმა ასევე მსვლელობა გამართა უნივერსიტეტის მიმართულებით. დღესვე მსვლელობა ჰქონდა დაგეგმილი ორგანიზაცია „დაფიონს“, თუმცა მონაწილეთა სიმცირის გამო, ის აღარ შედგა. მათივე განცხადებით, აქვთ დავალება, რომ ტელეკომპანია იმედთან კომენტარები არ გააკეთონ. დღევანდელი მსვლელობისას სტუდენტების ერთი ნაწილი აქციაზე „იმედის“ გადამღები ჯგუფის ყოფნასაც აპროტესტებდა. პარლამენტის შენობასთან კი ამ მომენტისთვის სიმშვიდეა.
