სლოვაკეთის მმართველი პარტიის მოწოდება ოპოზიციას
სლოვაკეთში მმართველი პარტია პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევის მიზნით ოპოზიციურ პარტიებს დიალოგისკენ მოუწოდებს. მმართველი გუნდი მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს სთხოვს ქვეყანაში დაძაბულობის შესამცირებლად მაქსიმალურ ძალისხმევას მიმართონ. სლოვაკეთის მთავრობა მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრზე პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმა საზოგადოებისა და პოლიტიკურ წრეების პოლარიზებამ გამოიწვია. ასევე, ოპონენტებს შორის დავამ და სიძულვილის ენის გამეფებამ ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება გაართულა. შეგახსენებთ, რომ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე თავდასხმა 15 მაისს მოხდა.
