ევროკავშირის ქვეყნების შეთანხმება
ევროკავშირის ქვეყნები რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლის უკრაინის სასარგებლოდ გამოყენების გეგმაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იან ლიპავსკიმ მიკრობლოგ ტვიტერის პირად გვერდზე დაწერა. როგორც დიპლომატმა აღნიშნა, ომის შედეგად მიყენებული ზარალი სწორედ რუსეთმა უნდა აანაზღაუროს. ლიპავსკის განმარტებით, უკვე მიმდინარე წელს 3 მილიარდზე მეტი ევროს მიღება იქნება შესაძლებელი, რომლის 90 პროცენტს უკრაინის არმიის მხარდასაჭერად გამოიყენებენ. 10 პროცენტი კი უკრაინის აღდგენასა და რეკონსტრუქციას მოხმარდება.
