ვითარება ფრონტის ხაზზე
უკრაინის სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელი რუსეთის ახალ ფართომასშტაბიან შეტევებს ვარაუდობს. ანდრეი დემჩენკო ამბობს, რომ ოკუპანტი ფრონტის ხაზის გაფართოებას შეეცდება და სუმის ოლქის მიმართულებით ახალ იერიშებს წამოიწყებს. მისი თქმით, უკრაინის არმიის სარდლობა ამ მიმართულებით თავდაცვით პოზიციებს ამაგრებს და დამატებითი სამხედრო ძალის გადაჯგუფებას ახდენს. უკრაინაში ფრონტის ხაზზე ყველაზე ცხელი წერტილი ხარკოვის ოლქის ქალაქი ვოლჩანსკია, სადაც ქუჩის ბრძოლები გრძელდება. ოკუპანტი უკრაინულ პოზიციებს უტევს ზაპოროჟიეშიც.
