პრემიერის სამძიმარი
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ავთანდილ ჯორბენაძის ოჯახსა და ახლობლებს უსამძიმრებს. „მისი სახელმწიფოებრივი აზროვნება და სამშობლოს სიყვარული მისაბაძი იყო ყველასთვის, ვინც მას იცნობდა“,- ნათქვამია სამძიმრის წერილში. ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე 73 წლის ასაკში გარდაიცვალა.
