ავარიული საცხოვრებელი სახლის ჩანაცვლების პროექტი
ვარკეთილის დასახლებაში, მესავე მასივში, თბილისის მერია კიდევ ერთი ავარიული საცხოვრებელი სახლის ჩანაცვლების პროექტზე მუშაობს. პროექტს დედაქალაქის მერი გაეცნო. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საცხოვრებლის შენობა-ნაგებობის მშენებლობა. სამსართულიანი ავარიული შენობა ათსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსით ჩანაცვლდება, სადაც 29 ოჯახს გადაეცემა ბინები.
