ტრანსნაციონალური ნარკოდანაშაული - 77 დაკავებული
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტრანსნაციონალური დანაშაული გამოავლინა და კონკრეტული სქემა გაშიფრა. ამოღებულია 52 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება კოკაინი. გამოძიებით ირკვევა, რომ ბანანით დატვირთული საზღვაო კონტეინერით დიდი ოდენობით კოკაინი ეკვადორიდან ევროპაში, საქართველოს გავლით გადაჰქონდათ. ამასთან, სამართალდამცველების მიერ აღმოჩენილია ერთ-ერთი მსხვილი ინტერნეტ ნარკოსარეალიზაციო მაღაზია, რომელიც შსს-ის ინფორმაციით, ე.წ. შავი ბაზრის 50 პროცენტზე მეტს ამარაგებდა. სამართალდამცველების მიერ ქვეყნის მასშტაბით, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგები საზოგადოებას ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა გააცნო. თეიმურაზ კუპატაძემ აღნიშნა, რომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულია 77 ადამიანი, მათგან 23 ნარკორეალიზატორია.
