გვარამია და მელია სავარაუდოდ კეზერაშვილს ხვდებიან
მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნიკა მელია და ნიკა გვარამია დუბაიში დავით კეზერაშვილთან შესახვედრად გაემგზავრნენ. გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს ნიკა მელია. ის სოციალურ ქსელში წერს, რომ დავით კეზერაშვილთან არცერთ საკითხთან დაკავშირებით არც ახლა და არც მომავალში თანამშრომლობას არ აპირებს. სად იმყოფებიან „ახლის“ ლიდერები, ამის შესახებ განცხადებაში არაფერი წერია. გავრცელებული ინფორმაცია მოულოდნელი და გასაკვირი არ არის მმართველი გუნდისთვის. უმრავლესობის წევრებს მიაჩნიათ, რომ მელია- გვარამიას და კეზერაშვილის პოლიტიკური ინტერესი ერთმანეთს ემთხვევა.
