„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადება
„ქართული ოცნება“ რესპუბლიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტს ეხმაურება. პოლიტსაბჭოს განცხადებაში ნათქვამია, რომ ამგვარი სპეციალური კანონპროექტები საქართველოს შესახებ კონგრესში უკვე ორჯერ იყო ინიციირებული, მაგრამ საბოლოოდ, რეალობად ვერც ერთი ვერ იქცა. მმართველი გუნდი საჭიროდ მიიჩნევს კანონპროექტს გამოეხმაუროს, ვინაიდან ახალმა კანონპროექტმა ქართველ რადიკალებს უკვე შეუქმნა ნოყიერი ნიადაგი სპეკულირებისთვის. განცხადებაში საუბარია უცხოეთიდან დაფინანსებული ენჯეოების მიერ საქართველოში რევოლუციის მოწყობის ორ მცდელობაზე და აღნიშნულია, რომ ამ ყველაფრის ფონზე, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაჯანსაღება მთლიანად ამერიკული მხარის სწორ ქმედებებზეა დამოკიდებული.
