ცნობილი ქართველი ექიმი-კარდიოლოგი გულიკო ჩაფიძე გარდაიცვალა
ცნობილი ქართველი ექიმი-კარდიოლოგი, გულიკო ჩაფიძე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. მეცნიერის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი კობახიძე ოჯახს და მთელს სამედიცინო საზოგადოებას სამძიმარს უცხადებს და აღნიშნავს, რომ გულიკო ჩაფიძემ ქართულ მედიცინაში ეპოქა შექმნა.
