სტუდენტების ბულინგი და უკრაინიზაციის სურვილი
პრემიერის შეთავაზება ახალგაზრდებთან პირდაპირი ეთერის ფორმატში, საჯარო დისკუსიის შესახებ ძალაში რჩება. ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მისი შეთავაზების შემდეგ, რადიკალების მხრიდან ახალგაზრდების ბულინგი დაიწყო. პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა აქციების ერთ-ერთი ლიდერის განცხადებასაც იმასთან დაკავშირებით, რომ შურს უკრაინელების. ირაკლი კობახიძის თქმით, ეს შემთხვევითი წამოცდენა არ არის და მათთვის მთავარი დავალებაა, საქართველომ უკრაინის ბედი გაიზიაროს. მთავრობის მეთაურის განცხადებით, საქართველო აუცილებლად შეინარჩუნებს მშვიდობას, რაც წინსვლის და განვითარების აუცილებელი პირობაა.
