მამუკა ლომიძის მკვლელობის საქმე
25 წლის მამუკა ლომიძის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობის საქმის განხილვა დაზარალებულის ჩვენებით განახლდა. მკვლელობაში ბრალდებული ბაჩო სირაძე მოკლულის დედის ჩვენებას სასამართლო დარბაზში ისმენდა. მოწმის ჩვენებით , 18 თებერვალს სირაძესა და ლომიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც ბრალდებულმა ლომიძეს ჩასაფრება მოუწყო და შვიდი ტყვია ესროლა. დაკავებული ბრალს არ აღიარებს.
